ბორჯომის მუნიციპალიტეტმა მოქალაქეთა დასახმარებლად აგვისტოში 112 885 ლარი გასცა

0
1052

მოქალაქეების დახმარების მიზნით, ბორჯომის მუნიციპალიტეტმა აგვისტოს თვეში, 112 885 ლარი დაფინანსება გასცა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, აღნიშნული თანხით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საკრებულომ თანადგომა გაუწია 440  ბენეფიციარს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, გამგეობაში მოქმედი სოციალური პროგრამების მიხედვით, გასულ თვეს 298 მოქალაქის დასაფინანსებლად დაიხარჯა 65 301 ლარი.

”აღნიშნული თანხით, დახმარება გაეწია 4 და მეტ შვილიან ოჯახებს, შშმ პირებს, გამოჩენილ ადამიანებს, ახალდაქორწინებულებს, ახალშობილებს, 100 წელს გადაცილებულ პირებს, დედ–მამით ობოლ ბავშვებს და რაც ყველაზე მთავარია, პროგრამების მიხედვით მოხდა  მოქალაქეებისათვის საჭირო სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურეობის დაფინანსება“,  – აღნიშნა გამგებელმა.

”უნდა აღინიშნოს, რომ  პირადი განცხადებების საფუძველზე მოქალაქეებს  სხვადასხვა სამედიცინო მომსახურეობის მიღებისათვის თანადგომა გაუცია საკრებულომაც.

მონაცემების მიხედვით, აგვისტოს  თვეში ადგილობრივი საკრებულოს მიერ გამოყოფილი 47 584 ლარით დახმარება გაეწია 142 მოქალაქეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.