გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია ”თელასის” ინფორმაციით, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის და გოძიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს. ასევე გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, II, V კვარტლების და თავხელიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საბანკო დასახლების, გუჯარეთის, ჯორჯ ბუშის, პაპიაშვილის, დოესის, ზურაბაშვილის, ძევერის, ლეხ კაჩინსკის და კოშკოვანის ქუჩების მცხოვრებლებს. ამავე მიზეზით, 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებსაც.
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ნიკო მარის, ხევსურეთის, სააკაძის, ჯანელიძის, მეჯვრისხევის, მანჯგალაძის და ფეიქართა ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 11 საათიდან 14 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ჩაქვის, ნიკო მარის, ხევსურეთის, წიკლაურის, მანჯგალაძის, ჯანელიძის და სააკაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბეში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, ნინუას, ზესტაფონის, დადიანის და ცისარტყელას ქუჩების მცხოვრებლებს.
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის და გლდანის მასივის I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭედიას, შუშის, წყალსადენის და ლაზოს ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მებაღეობის, ქიზიყის და ენუქიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა აღმაშენებლის გამზირის და მარჯანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებისთვის იმოქმედებს.
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოჯრის ახლი გზატკეცილის (ნაწილობრივ), ამაღლების, ნიშნიანიძის, მუსხელიშვილის და ასათიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.