დონალდ ტრამპი თურქეთს ეკონომიკური განადგურებით დაემუქრა

0
567

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთს ეკონომიკური განადგურებით დაეუქრა იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ს სირიიდან გასვლის შემდეგ ანკარა სირიელ ქურთებს დაარტყამს.

„სირიიდან ჯარების გაყვანას ვიწყებთ და ამავდროულად სხვადასხვა წერტილიდან ძლიერად ვურტყამთ იმას, რაც „ისლამური სახელმწიფოსგან“ დარჩა. თუ „ისლამური სახელმწიფო“ ძალებს მოიკრეფს, კვლავ დავარტყამთ მათ ახლოს მდებარე ბაზებიდან. თურქეთს ეკონომიკურად ავაოხრებთ თუ ქურთებს დაარტყამენ. ამასთან ტრამპმა პასუხისმგებლობა ქურთებსაც დააკისრა, განაცხადა რა, რომ მათ ანკარის პროვოცირება არ უნდა მოახდინონ“, – წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

თურქეთი სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლ ქურთებს, რომლებსაც მხარს აშშ უჭერს, ტერორისტებად განიხილავს.