რუსულმა სამგზავრო თვითმფრინავმა ეგვიპტეში კატასტროფა განიცადა.
ბორტზე 217 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. ავიაკომპანია “კოგალიმავიას” ლაინერი Airbus-321 ეგვიპტეში ჩამოვარდა.
როგორც “რია ნოვოსტი” იტყობინება, თვითმფრინავის ნაწილები ეგვიპტეში იპოვეს. თვითმფრინავი აფრენიდან დაახლოებით 23 წუთში რადარებიდან გაუჩინარდა.
უსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, 1-ელი ნოემბერი რუსეთში გლოვის დღედ გამოცხადდა.