ერაყში ორი ტერაქტის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მდებარე ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან ორი დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.
წინასწარი მონაცემებით, დაღუპულთა შორის სამი სამართალდამცავია.
პასუხისმგებლობა ტერაქტების ორგანიზებისთვის ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ბოლო პერიოდში ბაღდადში მომხდარი ტერაქტების უმრავლესობა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ იყო მოწყობილი.