განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
პრემიერის გადაწყვეტილებით, თამარ სანიკიძეს ალექსანდრე ჯეჯელავა შეცვლის.
კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ თამარ სანიკიძეს წარმატებას უსურვებს და ის გუნდში რჩება.