“თელასის” ინფორმაციით, დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს თბილისის ნაწილს, ელექტომომარაგება შეეზღუდება.
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის, კვანტალიანის, სარაჯიშვილის, ნუცუბიძის, თოფურიას, თამარაშვილის, ქავთარაძის, ქუთათელაძის, მაღალაშვილის, უნივერსიტეტის, ლორთქიფანიძის, გეგეჭკორის, ჩახავას და ჩხეიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: პუშკინის, კოტე აფხაზის, დადიანის, აბესაძის, ლესელიძის, ახოსპირელის, ბეთლემის, ალავერდოვის, ჩიხლაძის, გუდიაშვილის, ბერიძის, კუფტინის, ანტონ კათალიკოსის, საიათნოვას და ხანძთელის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), იამანიძის, ქურდიანის, ბათუმის და მეტრეველის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ჩარგლის, არალეთის, იფნევის, კვერნაულის, ზვარეთის, ჟველაურის, დვირის და ედისის ქუჩის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ქიზიყის, ენუქიძის, მებაღეობის, ჭიჭინაძის, პოლიციის, ჯავახეთის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, გმირ კურსანტთა და სარაჯიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), მარუაშვილის, ზაზიშვილის, დონდუას, ნინოშვილის, ფოცხვერაშვილის, ასპინძის, ასკანის, არსენალის, სააკაძის, ბერუაშვილის და ეკატერინე ჭავჭავაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის და ჩოლოყაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
შექმნილი დისკომფორტის გამო კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.