„თელასის“ ინფორმაციით, დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კრწანისის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თელეთის III შესახვევის, ბერძნის, ლორთქიფანიძის, გრიშაშვილის, ბექა-ოპიზარის, საბანაძის, წალკის, დეკაბრისტების და ქუმსიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის II კვარტლის, ნუცუბიძის და ბროლოსანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩოლოყაშვილის I კვარტლის, ბოგდან ხმელნიცკის და გაბრიელ ბერი სალოსის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის V კვარტლის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზედაზენის, კოკინაკის, დიდი ჯიხაიშის, იმერეთის, გრუზინსკის, ჯავის და მოლოკოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.