თურქეთში მედიაზე ცენზურა გრძელდება

0
1270

თურქეთში, ხელისუფლებამ ქვეყნის უმსხვილესი მედია საშუალებებიდან “სამანიოლის” ჯგუფში შემავალი ტელევიზიები და რადიო სასამართლოს გადაწყვეტილების გარაშე დახურა. სამრათლებრივი საფუძვლის ჩვენების გარეშე ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფმა სატელიტმა (Turksat), ამ ჯგუფში შემავალ 13 სატელევიზიო არხს და 4 რადიოს მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლამდე კონტრაქტი ჰქონდათ სატელიტური მაუწყებლობა შეუწყვიტა. პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის და მისი ხელისუფლების მიერ, 2013 წლის დეკემბერში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე გახმაურებული კორუფციული შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, მათ მიმართ განსხვავებული აზრის მქონე მედია საშუალებების უკანონოდ გაჩუმების მცდელობებს კიდევ ერთი დაემატა. “სამანიოლის” ჯგუფში შემავალ საინფორმაციო არხებთან ერთად, ამ ჯგუფში შემავალი კულტურული მაუწყებლობის არხები და უფრო მეტიც ქვეყნის ყველაზე რეიტინგული საბავშვო არხიც( Yumurcak TV) კი დახურა.

ქვეყნის პოლიტიკურმა პარტიებმა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა და სხვა მედია ჯგუფებმა “სამანიოლის” ჯგუფის მიმართ განხორციელებული უკანონობა, თავისუფალი მედიის გაჩუმების მცდელობად და დემოკრატიაზე დარტყმად შეაფასეს და მკაცრად გააკრიტიკეს. თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის, სახალხო რესპუბლიკური პარტიის (CHP) სახელით განცხადება მაჰმუთ თანალმა გააკეთა სადაც მან აღნიშნა,რომ განხორციელებული ქმედებები დემოკრატიაზე თავდასხმა და საზოგადოების თავისუფლად ინფორმაციის მიღების შზღუდვა. ეს ყველაფერი კი დანაშაულია. თანალმა სკანდალურ გადაწყვეტილებაზე, ეს მხოლოდ “სამანიოლის” ტელევიიზის ჩაბნელება კიარა ქვეყნის მომავლის ჩაბნელებაც არის.-განაცხადა მან.

თურქეთში მედიის წარმომადგენილი სამოქალაქო ორგანიზაციის თურქეთის ჟურნალისტთა საზოგადოების (TGC) პრეზიდენტმა ლევენტ ოლჯიატომ, “სამანიოლის” ჯგუფში შემავალი არხების სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე TURKSAT-ის მიერ უკანონოდ ჩაბნელება მკაცრად გააკრიტიკა. ოლჯიატო, “ეს ყველაფერი თურქეთში პრესის თავისუფლებაზე და აზრის გამოხატვის თავისუფლებაზე მიყენებული დარტყმაა. თურქეთის ჟურნალისტთა ასოციაციის სახელით მომზადებული ანგარიშებს თან მმართველ პარტიას თან ოპოზიციურ პარტიებს უნდა წარვუდგინოთ. თურქეთი ისეთი ქვეყანა უნდა იყოს სადაც მრავალი განსხვავებული აზრი იქნება, ერთხმიანობას უნდა გადაურჩეს. ჩვენი მთავარი სურვილი კი ეს რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს.”-აღნიშნა ლევენტ ოლჯიატომ.

თურქეთში მთავრობამ 1 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე “კოზა-იფექ” მედია ჯგუფში შემავალი 2 ტელევიზიისა და გაზეთების მმართვლობაც ჩაიბარა.

2013 წლის დეკემბერში გამოვლენილი ანტიკორუფციული სპეცოპერაციის შემდეგ სადაც 3 მინისტრის შვილის სახელიც მოიხსენიებოდა, პრეზიდენტი ერდოღანი და მისი მთავრობა თავისუფალი მედიის გაჩუმებისთვის ყველანაირ უკანონობას სჩადიან.