თურქეთში მღვდელი ″მოძრაობა ჰიზმეთის″ წევრობის ბრალდებით დააკავეს

0
1127

თურქეთის ქალაქ იზმირის პროტესტანტული აღდგომის ეკლესიის პასტორი ენდრიუ ქრეიგ ბრუნსონი ერთი მოწმის ჩვენების საფუძველზე ″მოძრაობა ჰიზმეთის″ წევრობის ბრალდებით დააკავეს.

თურქეთში მმართველი პოლიტიკური პარტია და პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მათ მიმართ ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, ორგანიზაციებსა და სასულიერო პირებსაც კი თავისუფლად ცხოვრების საშუალებას არ აძლევს. განხორციელებული რეპრესიებისა და დაპატიმრებების ბოლო მსხვერპლი ქალაქ იზმირის პროტესტანული აღდგომის ეკლესიის პასტორი ენდრიუ ქრეიგ ბრუნსონი გახდა. ბრუნსონი, ერთი მოწმის ჩვენების საფუძველზე ″მოძრაობა ჰიზმეთის″ წევრობის ბრალდებით დააკავეს.

იზმირის პოლიციამ, 20 წლის განმავლობაში თურქეთში მცხოვრები ბრუნსონის წყვილს სახლში მიაკითხა. პოლიციამ სახლში ვერავინ ვერ იპოვა და მათ კარზე პოლიციაში გამოცხადების თაობაზე წერილი დაუტოვა. 7 ოქტომბერს პოლიციის განყოფილებაში გამოცხადებული წყვილი, პოლიციამ დეპორტირებისთვის საემიგრაციო ადმინისტრაციას გადასცა.

სავარაუდო ბრალდებით, ბრუნსონის წყვილი მისიონერულ საქმიანობას ეწეოდნენ. ერთ-ერთ სქემაში მათი სახელებიც იყო ნახსენები და სავარაუდოდ, საზღვარგარეთიდან მათ ინფორმაციას აწვდიდნენ. მეუღლე ნორა გაათავისუფლეს, ხოლო ერთი თვეა საემიგრაციო ადმინისტრაციის დაკავების ცენტრში მყოფი ბრუნსონი წინა დღეს სასამართლოს წინაშე წარსდგა საიდანაც ის ფეთჰულაჰ გიულენთან სავარაუდო სიახლოვის ბრალდებით დააკავეს. ცნობილი გახდა, რომ ბრუნსონის წინააღმდეგ ჩვენება საიდუმლო მოწმემ მისცა.

ენდრიუ ქრეიგ ბრუნსონი, 2011 წლის 11 აპრილს ეკლესიის ეზოში მეგობრებთან საუბრისას, ქალაქ მანისის მკვიდრი მეჰმეთ ალი ერენი იარაღით თავს დაესხა. თავდამსხმელმა ინციდენტის დროს ″მოღალატეებო, მანისის ეკლესია უნდა დავბომბოთ. ამის პასუხს ალ-ქაიდა მოგთხოვთ.″-წამოიძახა მან.

წყარო: http://www.hurriyet.com.tr/papaz-fetoden-tutuklandi-40302354