ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მინისტრთა კაბინეტმა დამატებით 17 მეხუთე თაობის მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავის F-35 შეძენა დაამტკიცა.
ისრაელური მედიის ცნობით, საერთო ჯამში, ისრაელის საჰაერო ძალები 50 F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს შეიძენენ.
F-35 პენტაგონის შეიარაღების ყველაზე ძვირადღირებულ პროგრამას წარმოადგენს, რომლის შეფასებითი ღირებულება 400 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ისრაელი აშშ-ის მოკავშირეების იმ მცირე წრეში შედის, რომლებიც F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს მიიღებენ. პირველი 35 საბრძოლო თვითმფრინავს ისრაელი მიმდინარე წლის განმავლობაში მიიღებს.
ისრაელის საჰაერო ძალების წარმომადგენელის თქმით, F-35 ისრაელს უზრუნველყოფს „ძლიერი და ეფექტური“ ინსტრუმენტით, რაც საშუალებას მისცემს გაუმკლავდეს რეგიონში არსებულ გამოწვევებს.