კანადაში მეჩეთზე მომხდარი თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

0
1403

კანადაში, კვებეკის პროვინციის ქალაქ კვებეკში მეჩეთზე მომხდარი თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.

მეჩეთზე თავდასხმა კვირას საღამოს ლოცვის დროს მოხდა. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, შემთხვევის დროს მეჩეთში 40 ადამიანი იმყოფებოდა. პოლიციელებმა ორი ეჭვმიტანილი დააკავეს. მედიის ინფორმაციით, თავდასხმაში სამი ტერორისტი მონაწილეობდა.

კანადის პრემიერმა ჯასტინ ტრიუდომ თავდასხმას მუსლიმების წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აქტი უწოდა.

შემთხვევის შესახებ დამატებითი ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება.