ლოს-ანჯელესის აეროპორტში სროლის ფაქტი არ დადასტურდა. პოლიციის განმარტებით, პანიკა ხმაურმა გამოიწვია. სამართალდამცველები ხმაურის გამომწვევ მიზეზებს იძიებენ. აეროპორტში ფრენები უკვე აღდგა, რეისები დადგენილი გრაფიკით ხორციელდება.
სამართალდამცველებს აეროპორტიდან აცნობეს, რომ ერთ-ერთ ტერმინალზე შეიარაღებული პირი იმყოფებოდა. თუმცა, პოლიცია სროლის ფაქტს ჯერ-ჯერობით არ ადასტურებს. ლოს ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტმა სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ზონაში უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია
სამართალდამცველებმა ლოს-ანჯელესის აეროპორტში სროლის შესახებ მიიღეს შეტყობინება, ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი დაუყოვნებლივ მივიდა. აეროპორტიდან მგზავრების ევაკუაციაც მოხდა.