მაიამიში კონორ მაკგრეგორი დააკავეს

0
1517

შერეული ორთაბრძოლების (MMA) ვარსკვლავი კონორ მაკგრეგორი ქალაქ მაიამიში დააკავეს. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

არსებული ინფორმაციით, სპორტსმენმა ფანს ტელეფონი მაშინ დაუმტვრია, როდესაც იგი მაკგრეგორისთვის ფოტოების გადაღებას ცდილობდა. მაკგრეგორმა ჯერ მობილური ტელეფონი გამოართვა გულშემატკივარს, შემდეგ დაუმტვრია და ნაწილები თან წაიღო.

დაზარალებულის მტკიცებით, მისი ტელეფონი 1000 დოლარი ღირდა.