საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სტუდენტებს უმასპინძლა. ღონისძიებაში, რომელიც “ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის“ ინიციატივით განხორციელდა, სხვადასხვა უნივერსიტეტის 100-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.
პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლონდა თოლორაია სტუდენტებს პროკურატურის სისტემის, პროკურორის ფუნქციებისა და პროკურატურაში მოქმედი სტაჟირების პროგრამის შესახებ ესაუბრა. სტუდენტებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ეტაპზე პროკურორის როლის შესახებ. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა დასვეს კითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.
მთავარინ პროკურატურა კვლავ გააგრძელებს თანამშრომლობას “ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფთან” და ყველა იმ პროექტში ჩაერთვება, რომელიც ახალგაზრდა თაობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაზე იქნება ორიენტირებული.