კონგრესის მიერ მიღებული რეზოლუცია ხაზს უსვამს აშშ-ს პოლიტიკაში საქართველოსადმი დიდ ინტერესს, -ამის შესახებ ჟურნალისტებსსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აშშ-ს კონგრესის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების შეფასებისასგანუცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენებს – ტედ პოსა და ჯერარდ კონელის, რომლებიც საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან.
“რეზოლუციამ ძალიან დიდი მხარდაჭერა მოიპოვა ჩვენი აქტიური მუშაობითაც. არაერთი ვიზიტი განხორციელდა, რათა მიგვეწოდებინა სრულყოფილი ინფორმაცია, თუ რამდგომარეობაა დღეს საქართველოში. შესაბამისად, 33-მა კონგრესმენმა გამოთქვა ამ რეზოლუციის სპონსორობის სურვილი და შემდეგ უკვე 410 მხარდამჭერი ხმით გავიდა. ეს ხაზსუსვამს საქართველოსადმი დიდ ინტერესს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაში, სადაც აქტიურად განიხილება ყველა ის პრობლემატიკა, რომელიც საქართველოს დღეს აქვს;აქტიურად განიხილება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები და ხაზგასმულია, რომ კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს ესთანამშრომლობა. რეზოლუციაში ასევე ხაზგასმულია და გამოხატულია აშშ-ს მტკიცე პოზიცია, რომ ის არასდროს არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს. ასევე,ხაზგასმულია თანამშრომლობის საჭიროება თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში და საქართველო განხილულია, როგორც ამერიკის გრძელვადიანი ინტერესის ქვეყანა, რათა მიღწეულიქნას სტაბილურობა და უსაფრთხოება”,- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, არამარტო აშშ-ს ადმინისტრაცია, არამედ კონგრესი ორპარტიულ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოსთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანიასტრატრგიული თანამშრომლობის სამომავლოდ გაღრმავებისთვის.
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 410-მა კონგრესმენმა დაუჭირა,წინააღმდეგ კი ხმა მხოლოდ 6-მა მისცა.
დოკუმენტში დაგმობილია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრისა და სამხედრო ინტერვენციის ფაქტი. რეზოლუციის ავტორები რუსეთს მოუწოდებენ, შეასრულოს 2008წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. გარდა ამისა, რეზოლუცია შეერთებული შტატების მთავრობას მოუწოდებს გამოაცხადოს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსარასდროს აღიარებს დე იურედ ან დე ფაქტოდ.