მოშიმშილე პროფესორი – მოვითხოვთ, 26 სექტემბერს სასწრაფო დახმარების მანქანა დადგეს სტუ-სთან, რადგან ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს

0
1111

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორი თანამშრომელი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსთან რექტორის გადადგომის მოთხოვნით,  მე-4 დღეა შიმშილობს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ზაალ მიქაძე და სტუ-ს თანამშრომელი ფირან კობიაშვილი, რექტორის, არჩილ ფრანგიშვილისა და კანცლერის, ქეთევან ქოქრაშვილის გადადგომას მოითხოვს.

როგორც პროფესორმა ზაალ მიქაძემ განაცხადა, მოშიმშილეები შიმშილობის მერვე დღეს, 26 სექტემბერს მოითხოვენ, რომ სასწრაფო დახმარების მანქანა დადგეს ადმინისტრაციულ კორპუსთან.

”ჩვენ გავგზავნით განცხადებას და მოვითხოვთ, რომ სასწრაფო დახმარების მანქანა დადგეს კორპუსთან, რადგან 7 დღის შემდეგ ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს“, – განაცხადა ზაალ მიქაძემ.

მისივე თქმით, მათ სხვა მოშიმშილეები საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეუერთდებიან, როგორც მიქაძემ აღნიშნა, მათ მომხრეები გუშინ უნდა შეერთებოდნენ, თუმცა მათ დაურეკეს და ურჩიეს, რომ დესტაბილიზაცია არ შექმნილიყო.

”ჩვენს მომხრეებს ურჩიეს, რომ თავი შეეკავებინათ, რადგან ეს შეიძლება გამოეყენებინათ ოპოზიციურ პარტიებს დესტაბილიზაციის შექმნის მიზნით“, – განაცხადა ზაალ მიქაძემ.

მისივე განცხადებით, მან არ იცის ვინ ურეკავდა მოშიმშილეების მხარდამჭერებს.