თურქეთში “მეცნიერები მშვიდობისთვის” პეტიციაზე ხელმოწერის გამო, მეცნიერების მიმართ დაპატიმრებები და ტერორიზმის ბრალდებით გამოძიება დაიწყო. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მსოფლიოში ცნობილმა აკადემიკოსებმა საკითხთან დაკავშირებით დეკლარაცია გამოაქვეყნეს.
აკადემიკოსები გამოქვეყნებული “ამ დანაშაულის თანამონაწილე არ გავხდებით” დეკლარაციით თურქეთში სახელმწიფო ძალადობას აკრიტიკებდენ. თუმცა, ამ დეკლარაციის გამოქვეყნების შემდეგ კრიტიკის მთავარი სამიზნე აკადემიკოსები გახდნენ, “ტერორისტული” ბრალდებებით გამოძიება დაიწყო. ამ დროს კი აკადემიკოსების კიდევ ერთი დეკლარაცია გამოქვეყნდა, მაგრამ ამჟამად საზღვარგარეთიდან. დეკლარაცია, რომელსაც პრეზიდენტ ერდოღანის მიერ თურქეთში დაპატიჟებული ნოამ ჩომსკისთან ერთად მსოფლიოში ცნობილმა სახელებმა ხელი მოაწერეს, თურქეთს, “ისლამურ სახელმწიფოზე” (ISIS) დახმარებაში და ქურთებზე ზეწოლაში სდებენ ბრალს.
ნოამ ჩომსკი, მაიკლ ლოვი, თარიქ ალი, ბერთელ ოულმანი, მაიკლ ლებოვიტზი, ვიაჟი პრაშადი, ნილ ფაულკნერი, რობერტ ბრენერი, ნენსი ჰოლმსტრომი, ჟანა სოუქსი, სუზი ვეისმანი, ფრედ მოუსილი… აზროვნებისა და აკადემიური სამყაროს და ინტელექტუალური დამოკიდებულების ვეტერანი სახელებისგან მოლოდ რამოდენიმე… მათი თეორიები და ნაშრომები თურქეთის ჩათვლით მსფოლიოს მასშტაბით უნივერსიტეტებში სხვადასხვა მეთოდებით ისწავლება.
აკადემიკოსები გამოქვეყნებულ დეკლარაციაში, ხელისუფლების ძალადობას მკაცრად აკრიტიკებენ და აღმოსავლეთში და სამხრეთ-აღმოსავლეთში “ხოცვა-ჟლეტის” მოწყობაში სდებენ ბრალს და მშვიდობის დასამყარებლად აკტიური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. თურქეთის ხელისუფლება ამ “გამომწვევი” დეკლარაციით იყო შერყეული, რომ მსოფლიოში ცნობილმა აკადემიკოსებმა და ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა კიდევ ერთი დეკლარაცია გამოქვეყნეს.
დეკლარაციაზე პირველი ხელის მომწერი ნოამ ჩომსკი, ამჟამად ტერორისტული ბრალდებით დაკავებული აკადემიკოსების მიერ გამოქვეყნებულ დეკლარაციაზეც ხელი ჰქონდა მოწერილი და მის შემდეგ პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიერ თურქეთში იყო მიწვეული. მიწვევიდან რამოდენიმე დღის შემდეგ კი ეს დეკლარაცია გამოქვეყნდა, რითაც ჩომსკის მიწვევაზე პასუხის გაცემა გამოუვიდა.
გამოქვეყნებულ დეკლარაციაში სადაც თან თურქეთის ქურთების მიმართ პოლიტიკას და თან ISIS-თან ურთიერთობა მკაცრად არის გაკრიტიკებული აკადემიკოსებთან ერთად, ევროპის პარლამენტის წევრებმა, ყოფილმა მინისტრებმა, არგენტინელმა დეპუტატებმა და სოციალისტური პარტიის ლიდერებმა ხელი მოწერეს.
“ISIS-ზე დახმარებას ბოლო მოეღოს! ქურთების შევიწროება და განადგურება შეაჩერეთ!” სათაურით გამოქვეყნებულ დეკლარაციაში, თურქეთის მმართველობას აღმოსავლეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთში და ახლო აღმოსავლეთში “საშინელ” პოლიტიკის გატარების გამო აკრიტიკებენ. დეკლარაციაში თურქეთი ISIS-ის მხარდაჭერაშია დადანაშაულებული,”ეს შედეგები ცხადყოფს, რომ თურქეთის ხელისუფლების ISIS-ს ნავთობის თურქეთის გავლით გატანაში ხელის შეწყობა, მსოფლიოს ყველა კითხიდან ამ ტერორისტულ ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად შემოსული მებრძოლების თურქეთის ტერიტორიის გამოყენებით გადასვლაზე თვალის დახუჭვა, საჭიროების შემთხვევაში ISIS-ის მებრძოლებისთვის უსაფრთხო ადგილისა და სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა და როგორც ISIS-ის, ისევე სხვა სექტანტური დაჯგუფებების იარაღით უზრუნველყოფა ISIS-ზე დახმარების დასკვნაზე მიუთითებს. ეს ყველაფერი თუ სიმართლეა ნიშნავს, რომ ისეთი პოლიტიკური მოძრაობის მოკავშირე ხარ რომელიც მთავრობის, ახლო აღმოსავლეთის საზოგადოების და უფრო მეტიც მსოფლიო საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს”-ნათქვამია დეკლააციაში.
“ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს, თურქეთის ხელისუფლება ცეცხლს ეთამაშება” აღნიშნულია დეკლარაციაში. აკადემიკოსები ასევე, თურქეთს “ISIS-ის დახმარებისა და ქურთებზე ზეწოლის შეწყვეტისკენ” მოუწოდებენ.