მსოფლიო თასის მორიგი მატჩი – „ბორჯღალოსნები“ არგენტინელი „პუმების“ წინააღმდეგ

0
1723

ინგლისში მიმდინარე მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს გამართავს. „ბორჯღალოსნები” მეორე ტურის შეხვედრაში არგენტინას დაუპირისპირდებიან, რომელიც პირველ ტურში ახალ ზელანდიასთან დამარცხდა.

„მილტონ ჰეიგის გუნდი კვლავ გლოსთერში ითამაშებს და მეტოქისგან განსხვავებით ნაკლები წნეხის ქვეშ იქნება – საქართველოს ნაკრებმა ტონგასთან თავისი თამაში მოიგო, არგენტინას კი უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს – მარცხის შემთხვევაში „პუმები” პლეი ოფის გარეშე რჩებიან, რაც დღევანდელი გადასახედიდან ცოტა დაუჯერებელი ჩანს“, – აცხადებენ სპორტის სამინისტროში.

მილტონ ჰეიგმა არ შეცვალა არც ძირითადი და არც სათადარიგო შემადგენლობა და არგენტინას ზუსტად იგივე შემადგენლობით შეუტევს, რომლითაც ტონგას მოუგო.

თამაში თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი გადმოსცემს.