”ნაციონალურმა მოძრაობამ” მარტვილი-აბაშის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ზაალ გოროზია წარადგინა. ”ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურის ინფორმაციით, გოროზია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ და პარტიის წარმომადგენლებმა სალომე სამადაშვილმა და რომან გოცირიძემ წარადგინეს.
ზაალ გოროზია ამომრჩევლებს გამარჯვების შემდგომ რაიონის ტურისტულ ზონად განვითარებასა და ადგილობრივი პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.