პრეზიდენტს პარლამენტში 3 თებერვალს მოუსმენენ

0
1144

საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში 3 თებერვალს მოუსმენენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ოფიციალური ცნობით, პარლამენტი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში 3 თებერვალს, 14:00 საათზე მოისმენს.
“საქართველოს პარლამენტის 2016 წლის საგაზაფხულო სესია გაიხსნება 2 თებერვალს, სამშაბათს, პარლამენტის ბიუროს სხდომით, რომელიც ჩატარდება ქ. თბილისში. საგაზაფხულო სესიის ფარგლებში პირველ პლენარულ სხდომაზე, 3 თებერვალს, ოთხშაბათს, 14:00 საათზე, ქ. ქუთაისში პარლამენტი მოისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით და პარლამენტის რეგლამენტით. პარლამენტის სხდომაზე დასწრების უფლების და სურვილის მქონე თანამდებობის პირებისთვის საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას უზრუნველყოფს პარლამენტის აპარატი”, – აცხადებენ საქართველოს პარლამენტში.