საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტამბოლში, ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი აფეთქების გამო, შეშფოთებას გამოთქვამს და თურქ ხალხს უსამძიმრებს.
„უკიდურეს მწუხარებას გამოვთქვამ სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა, არიან დაშავებულებიც. შეძრწუნებული ვარ უდანაშაულო ადამიანების მიმართ ჩადენილი ვერაგული აქტით. ეს სისასტიკე მთელმა მსოფლიომ საერთო ძალისხმევით უნდა შეაჩეროს. ამ მძიმე წუთებში გამძლეობას ვუსურვებ თურქ ხალხს და თურქეთის მთავრობას“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.