სამგორისა და გლდანის გამგებლებმა თანამდებობები დატოვეს

0
1078

სამგორისა და გლდანის გამგებლებმა მამუკა ჩოქურმა და ბესიკ ქარცივაძემ თანამდებობები დატოვეს.

როგორც მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, თანამდებობიდან გადადგომა საკადრო გადაადგილებას უკავშირდება. მერიის ინფორმაციით, თუ სად გააგრძელებენ მუშაობას ჩოქური და ქარცივაძე, მომავალ კვირას გახდება ცნობილი.