საპოლიციო კონტროლის შედეგად სისხლის სამართლის 182 და ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა 1450 შემთხვევა გამოვლინდა

0
1080

შსს-მ, დანაშაულის პრევენციის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის 16-18 ივნისს, საპოლიციო კონტროლის შედეგად, სამართლდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 182 დანაშაული, მათ შორის: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების – 61 ფაქტი; მკვლელობის მცდელობის – 1 ფაქტი; ნარკოტიკების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღების – 21 ფაქტი; საქართველოში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის – 1 ფაქტი.

პოლიციამ დააკავა 1 ძებნილი პირი. ასევე, გაიხსნა ადრე ჩადენილი ყაჩაღობის, ძარცვის მცდელობის და საქართველოში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის თითო ფაქტი.

დაფიქსირდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1450 შემთხვევა, მათ შორის: ნარკოტიკების უკანონო მოხმარების – 49 ფაქტი; წვრილმანი ხულიგნობის – 17 ფაქტი; დაუმორჩილებლობის – 32 ფაქტი; დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის – 16 ფაქტი.

საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული იქნა შემდეგი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: 6 ავტომატი, 4 პისტოლეტი, 1 რევოლვერი, 2 საფანტის პისტოლეტი, 3 შაშხანა, 15 გადაჭრილი სანადირო თოფი, 1 სანადირო თოფი, 1 ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი, 4 ყუმბარმტყორცნი, 2 ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი, 1 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, 36 ყუმბარმტყორცნის ჭურვი, 2 ნაღმმტყორცნი, 14 ამფეთქი ფალია, 71 ხელყუმბარა, 6 კაფსულ-დეტონატორი, 4037 ვაზნა და 1,5 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი. ასევე, ამოღებულია 19 აბი ფსიქორტოპული მედიკამენტი, 7 აბი „დიფენოქსილატი“, 109 ძირი კანაფი, 7 შეკვრა მარიხუანა, 2 შეკვრა „ჰეროინი“, 1 შეკვრა „სუბოტექსი“, 1 შეკვრა „ოპიუმი“, 49 აბი „ტრამადოლი“, 50 აბი „ფსევდოეფედრინი“ და 1 შეკვრა ყაყაჩოს თესლი.

საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის – 26, ხოლო ადმინისტრაციული სამართლდარღვევისთვის 53 პირი დააკავეს.