საფნარგეთში, ლიონის უნივერსიტეტის შენობაში ძლიერი აფეთქება მოხდა და ხანძარი გაჩნდა. Associated Press-ის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
გამოცემის ცნობით, აფეთქება სამშენებლო სამუშაოების დროს მოხდა და ის შემთხვევითი იყო. უნივერსიტეტი საფრანგეთის ქალაქ ვილრბანში მდებარეობს. უნივერსიტეტის რაიონიდან კი ხალხი უკვე ევაკუირებულია.