2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 739.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.6 %-ით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
საქსტატის ინფორმაციით, ამ პერიოდში ექსპორტი 505.0 მლნ. აშშ დოლარი იყო, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 13.2 %-ით მეტი, ხოლო იმპორტი 1 234.8 მლნ. აშშ დოლარი, 0.1%-ით მეტი.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-თებერვალში 729.7 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.9 % შეადგინა.
საქსტატი საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს 19 მარტს გამოაქვეყნებს.