საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტიდან ქვეყანა ყოველთვიურად 1 მლნ ლარამდე შემოსავალს მიიღებს

0
1827

“სახელმწიფო ელექტროსისტემამ” ორი მიმართულებით დაიწყო სატრანზიტო დერეფნის ფუნქციის განხორციელება.

“სახელმწიფო ელექტროსისტემის” ცნობით, დაიწყო ელექტროენერგიის ტრანზიტი რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით, სადაც დღე-ღამეში საშუალოდ 30 მეგავატი სიმძლავრის გადადინება ხდება. 7 თებერვალს კი დაიწყო დაახლოებით 80 მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელება აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ტრანზიტების განხორციელებით, საქართველო ყოველთვიურად დაახლოებით, 1 მლნ. ლარის შემოსავალს მიიღებს.