საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სტამბოლის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
„შეძრწუნებული ვარ სტამბოლის ათათურქის აეროპორტში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. ამ განსაცდელის ჟამს ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მტკიცე თანადგომას ვუცხადებ თურქეთის ხელისუფლებას და თურქ ხალხს ტერორიზმთან ბრძოლაში“, – ნათქვამია პრეზიდენტ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სამძიმრის წერილში.