საქართველოს დღეს სომხეთის პრეზიდენტი ეწვევა

0
1223

დღეს საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ეწვევა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით , სერჟ სარგსიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან.
პრეზიდენტის სასახლეში საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებსაც გააკეთებენ.
სომხეთის პრეზიდენტი საქართველოში მეუღლესთან ერთად ჩამოვა.