სტამბოლში მსოფლიო ენერგეტიკის 23-ე კონგრესი გაიმართება

0
1041

სტამბოლში,  9-13 ოქტომბერს მსოფლიო ენერგეტიკის 23-ე კონგრესი გაიმართება.

თურქეთის საელჩოს ინფომაციით, ღონისძიება თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის პატრონაჟით ტარდება. მათივე ინფორმაციით, იგი მეოთხე მსხვილი გლობალური ღონისძიებაა, რომელსაც წელს  თურქეთი  დიდი ოცეულის სამიტის (G20), მე-13 ისლამური კონფერენციისა და გაერო-ს ჰუმანიტარული სამიტის შემდეგ უმასპინძლებს.

საელჩოს ინფორმაციით, მსოფლიო ენერგეტიკის კონგრესი, რომელიც დაარსდა 1924 წელს, დღემდე ტარდება სამ წელიწადში ერთხელ. იგი  წარმოადგენს პლატფორმას,  სადაც ძირითადი ენერგეტიკული საკითხები განიხილება მსოფლიოს ლიდერებისა და  ენერგეტიკის სფეროს  წამყვანი სპეციალისტების მიერ. კონგრესზე დებატები და გამოფენები გაიმართება, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოაჩინონ თავიანთი ტექნოლოგიები და შეისწავლონ კომერციული შესაძლებლობები.

”მსოფლიო ენერგეტიკის კონგრესი არის ენერგეტიკასთან დაკავშირებული ყოვლისმომცველი, გლობალური პლატფორმა, რომელიც გამორჩეულია იმითაც, რომ ერთად შეკრებს ინდუსტრიის წამყვან ლიდერებს, მთავრობების წარმომადგენლებსა და ამ სფეროს მაღალი დონის გავლენიან მოთამაშეებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში,

თურქეთის საელჩოს ცნობით, მსოფლიო ენერგეტიკის 23-ე კონგრესის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს 250-მდე სიტყვით გამომსვლელი. მათ შორისაა, სხვადასხვა ქვეყნის 50 მინისტრი, აღმასრულებელი მდივანები და ექსპერტები. სტამბოლის  “კონგრეს ველიში” გამოფენებისა და სხვადასხვა ღონისძიებების პარალელურად გაიმართება სესიები, რომლებიც ეხმიანებიან კონგრესის წლევანდელ თემას: „მოვიცვათ ახალი საზღვრები“.

23-ე მსოფლიო ენერგეტიკის კონგრესის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებული პირები უნდა ეწვიონ ვებგვერდს  –  http://wec2016istanbul.org.tr/. ღონისძიების სოციალური მედია მისამართია: #WECCongress.

”მედიის წარმომადგენლების უფასო ონლაინ რეგისტრაცია იწარმოებს 30 სექტემბრიდან შემდეგ მისამართზე:  https://secure.eventmagix.com/2016_wec_media/.                                                       მედიის წარმომდგენლების რეგისტრაცია ადგილზე არ მოხდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში