საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 29 იანვარს დაინიშნა.
უშიშროების საბჭოს აპარატის ცნობით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოწვევით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის რეზიდენციაში 29 იანვარს, 14:00 საათზე გაიმართება.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ორი საკითხის განხილვა: 1. მზადება ნატოს ვარშავის სამიტისთვის; 2. თავდაცვის მინისტრის მოხსენება საქართველოს შეირაღებული ძალების ქვედანაყოფების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობასთან დაკავშირებით”, – აცხადებენ ეროვნული უშიშროების საბჭოში. მათივე განმარტებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად საბჭოს მუდმივი წევრები არიან მიწვეული.