შსს-მ და სუს-მა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

0
1137

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1956 წელს დაბადებული, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.ქ. თბილისში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“ 22 აბი და აბის ნატეხები, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკის 22 აბი და 14 შეკვრად დაფასოებული ოპიუმი ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ჰ.ქ.-ს ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კდოექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.