შსს-ს მაშველებმა ძლიერი შტორმის დროს 16 ადამიანი გადაარჩინეს

0
1033

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ბათუმში, ძლიერი, უხვი ნალექის გამო დატბორილი ქუჩებიდან და საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშოები განახორციელეს.

„შსს-ს მეხანძრე-მაშველებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ოპერატიული მართვის ცენტრში შემოსულ 60-მდე შეტყობინებაზე მოახდინეს მყისიერი რეაგირება.

მწვანე კონცხსა და სარფის სანაპირო ზოლზე, ძლიერი შტორმის დროს, შსს-ს მაშველებმა 16 ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის იყვნენ უცხოელი ტურისტებიც“, – აცხადებენ შსს-ში.