ბოლო პერიოდში ისტერიული ხასიათი მიიღო პოლიციელების დადანაშაულებამ, – ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა კითხვას, რომელიც სამტრედიაში, კუპრავების ოჯახის მიერ პოლიციელის ძალადობაში დადანაშაულებას შეეხებოდა.
როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, ეს ისტერიკა ადრე თუ გვიან დამთავრდება და” ამას მოვირჩენთ აუცილებლად”.
“ყველანი გავთავისუფლდეთ ემოციებისგან და ცოტა ცივი გონებით შევხედოთ პოლიციის მოქმედებებსაც. რომ არ იყოს პოლიცია, ერთი დღე წარმოიდგინეთ პოლიციის გარეშე ქვეყანა და ზოგადად სამყარო”,- განაცხადა მღებრიშვილმა.
მისივე თქმით, თუ ვინმეს კონკრეტული ფაქტები აქვს, უნდა მიმართონ შესაბამის ორგანოებს.