ჩინური ენის სწავლება სკოლებში მე-5 კლასიდან დაიწყება

0
584

სკოლებში, ჩინური ენის სწავლება, სავარაუდოდ, 2019-2020 სასწავლო წლებიდან დაინერგება.  ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს. ინიციატივის თანახმად, სკოლების სურვილის შემთხვევაში ჩინური ენა სკოლებში მეორე უცხო ენად შევა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ჩინური ენის მეორე უცხოურ ენად არჩევის შესაძლებლობა ნებისმიერ საჯარო სკოლას მე-5 კლასიდან ექნება.

ცნობისთვის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ძი იანჩიმ რამდენიმე დღის წინ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. მემორანდუმის მიზანია საქართველოში ჩინური ენის პოპულარიზაცია და სწავლების ხელშეწყობა.