ანკარის სასამართლომ ფეისბუქი და ტვიტერი დაბლოკა

0
1226

თურქეთის დედაქალაქ ანკარის სასამართლომ სოციალური ქსელების “ფეისბუქისა” და “ტვიტერის” დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ანკარაში გუშინ მომხდარი აფეთქების შემდეგ მიიღეს, მას შემდეგ რაც სოციალური ქსელებით აფეთქების და დაღუპულებისა და დაშავებულების ამსახველი ფოტომასალები გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ აფეთქება ანკარაში გუშინ საღამოს ადგილობრივი დროით, 18:40 საათზე მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 34 ადამიანი. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.