აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წინააღმდეგ კიბერთავდასხმა განხორციელდა

0
1163

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წინააღმდეგ მორიგი კიბერთავდასხმა განხორციელდა.

 როგორც დღეს პარტიის წარმომადგენელმა დონა ბრაზილმა განაცხადა, ჰაკერებმა პარტიის ეროვნული კომიტეტის სერვერები გატეხეს და დოკუმენტებთან წვდომა მოიპოვეს.

 დონა ბრაზილის ინფორმაციით, კიბერთავდასხმა რუსეთის დაფინანსებით მოქმედი ჰაკერების მიერ განხორციელდა და ამის მიზანი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე „გავლენის მოხდენაა“.

 სააგენტო „როიტერის“ ცნობით, პასუხისმგებლობა კიბერთავსხმისთვის ჰაკერმა Guccifer 2.0-მა აიღო, რომელიც მანამდე აცხადებდა, რომ ბოლო პერიოდში აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ეროვნულ კომიტეტზე განხორციელებული კიბერთავდასხმები სწორედ მის მიერაა ორგანიზებული.