აჭარაში ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორთა რაოდენობა 110,8%-ით გაიზარდა

0
947

აჭარის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში აგვისტოში ვიზიტორთა 110,8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით,  ტურისტული საინფორმაციო ცენტრების მომსახურებით მხოლოდ ერთ თვეში 22 539ვიზიტორმა ისარგებლა.

მათივე ინფორმაციით, ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორთა რაოდენობა გაზრდილია სამი თვის მონაცემებითაც. მიმდინარე წლის ზაფხულში აჭარაში ტურისტულსაინფორმაციო ცენტრებში სტუმართა რაოდენობა  გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 109,10%-ით გაიზარდა. სულ, 2016 წლის ივნის-აგვისტოში ტურისტული ცენტრებისმომსახურებით  49 198 -მა ვიზიტორთა ისარგებლა.

მათივე ცნობით, მიმდინარე წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორებს განახლებულირუკები, გზამკვლევები და სერვისები შესთავაზა. მათ შორისაა მაღალმთიანი აჭარის ახალი ტურისტული მარშრუტები,  მირვეთის ველომარშრუტი, მაჭახელას ისტორიულ-კულტურულიმარშრუტი, ხიხანის სათავგადასავლო მარშრუტი, ასევე ქედა-შუახევის ღვინისა და გასტრონომიული მარშრუტები. საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორებს ასევე შესაძლებლობა აქვთაჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი, ადგილზე წარმოებული პროდუქტებისა და სუვენირების შეიძინონ. ესენია: მაჭახელას ისტორიული თოფის სუვენირი,მტირალას ეროვნული პარკისა და ბოტანიკური ბაღის თაფლი, ქედის სიგარა თუ ჯემები, მურაბები და ფელამუში.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ტურისტული საინფორმაციო ცენტრები აჭარაში ყველა მუნიციპალიტეტსა და ბათუმში აქვს.წელს, არსებულ ცენტრებს ორი საინფორმაცო სტენდი ბათუმისა და ქობულეთის რკინიგზის სადგურებშიც დაემატა. რეგიონის სტუმრებს აჭარაში არსებული ტურისტულიპროდუქტებისა და მარშრუტების შესახებ ინფორმაციის მიღება საბაგიროსა და აეროპორტის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ.