საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ცნობილი ჰოლანდიელი ფერმწერისა და სკულპტორის უილიამ დე კუნინგის ტილო კრისტის აუქციონზე 61 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჰოლანდიური გამოცემა volkskrant.nl-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ტილოს ახალი მფლობელის ვინაობა უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით, ვაჭრობა ტელეფონით შედგა. ტილოს საწყისი ფასი 37 მლნ აშშ დოლარი იყო. ტილო მხატვრის მიერ 1977 წელს არის შექმნილი.