საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს თასზე ბოლო შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა. “ბორჯღალოსნებმა” ნამიბია ანგარიშით 17:16 დაამარცხეს . მილტონ ჰეიგის გუნდმა ამ გამარჯვებით 8 ქულა მოაგროვა, რის შედეგადაც ჯგუფში სავარაუდოდ მესამე ადგილს დაიკავებს და მომდევნო მსოფლიო თასზე ავტომატურად თამაშის უფლებას მოიპოვებს.
საქართველოს ნაკრებმა პირველ შეხვედრაში ტონგა დაამარცხა, შემდეგ არგენტინასთან და ახალ ზელანდიასთან დამარცხდა, ხოლო უკანასკნელ შეხვედრაში ნამიბიას სძლია.
საქართველოსა და ნამიბიის ნაკრებებმა აქამდე ერთმანეთთან ოთხჯერ ითამაშეს. სამი შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა მოიგო, ერთი ნამიბიამ.