ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ იუბილესთან დაკავშირებული მინისტერიალი გაიხსნება

0
628

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბრიუსელში დღეს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიხსნება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვსი წევრის – საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, ბელარუსის, სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციებს უმასპინძლებენ.

შეხვედრაზე მხარეები 10-წლიან პარტნიორობაზე, ერთობლივ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე, ასევე 2020 წლის სტრატეგიაზე იმსჯელებენ. მინისტერიალში მონაწილეობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიიღებს.

ბრიუსელს საქართველოს პრემიერ-მინისტრიც ეწვევა. საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს 14 მაისს დაგეგმილ მაღალი დონის კონფერენციაშიც.

ბრიუსელში ორდღიანი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს სხვადასხვა შეხვედრა, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან.