გედევან ფოფხაძე – ბორჯომის ბიუჯეტი კიდევ უფრო გაიზრდება

0
1171

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი  გედევან ფოფხაძე ე.წ ახალი უბნის დასახლებაში, ილია თესბიტელის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამომრჩეველს შეხვდა.

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ინფომაციით,  გედევან ფოფხაძემ  მოსახლეობას მიმართა და  განაცხადა, რომ ერთიანი და  ძლიერი საქართველო ერთად უნდა  შექმნან და  ქალაქსა და  ქვეყანას ემსახურონ.

ფოფხაძის თქმით, ბორჯომის ბიუჯეტი კიდევ უფრო გაიზრდება, რაც დაეხმარება მუნიციპალიტეტს, დააფინანსოს მეტი ინფრასტრუქტურული პროექტები და შესაბამისად, ის სოციალური პროექტები, რაც  მოსახლეობისთვის ძალზედ საჭიროა.

,,ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ხვალინდელი დღე ჩვენი თანამოქალაქეებისათვის იყოს უკეთესი, ვიდრე არის დღეს. შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილები. ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის განვითარებით ბორჯომი სრულყოფილად შეასრულებს საკურორტო ფუნქციას“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.