გიორგი კვირიკაშვილი ბრიუს ენდრიუს შეხვდა

0
1151

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში , შსს-ს ვაჭრობის მდივნის მოადგილე ბრიუს ენდრიუსთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას საქართველოს დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ამერიკას შორის სვაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას. დაფიქსირდა ორივე ქვეყნის ხელისუფლების მზაობა ხელი შეუწყონ ამ მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებასა და საქართველოს შესაძლებლობებით მეტი ამერიკული ბიზნესის დაინტერესებას.
ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა ბრიუს ენდრიუსს თბილისის აბრეშუმის ფორუმში მონაწილეობისათვის.