პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლას პარლამენტში დაესწრება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ.
“პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში მთავრობის მეთაური დაესწრება. პოლიტიკური სპეკულაციები ამ თემაზე უნდა დასრულდეს. პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ გააჟღერა, რომ აუცილებელია ქართული პოლიტიკა კონსტრუქციულ დისკურსში გადავიყვანოთ, სადაც კამათი და მსჯელობა ქვეყნის არსებით ინტერესებზე წარიმართება და არა ფორმალურ საკითხებზე”, – აღნიშნულია მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.
პრეზიდენტს პარლამენტში 3 თებერვალს მოუსმენენ.