გიორგი მარგველაშვილი: არ დავუშვებ შეწყალების მექანიზმის განხილვას პოლიტიკურ კონტექსტში

0
1645

ძალიან მტკიცედ ვიცავდი შეწყალების ჰუმანურ ნაწილს და არაფრის დიდებით არ ვუშვებდი, არც მომავალში არ დავუშვებ შეწყალების მექანიზმის განხილვას რაიმე პოლიტიკურ კონტექსტში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აშშ-ში ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების შეწყალების ინიციატივას გამოეხმაურა.
“ძალიან მტკიცედ ვიცავდი შეწყალების ჰუმანურ ნაწილს და არაფრის დიდებით არ ვუშვებდი და არც მომავალში არ დავუშვებ შეწყალების მექანიზმის განხილვას რაიმე პოლიტიკურ კონტექსტში. შეწყალების მექანიზმი არ არის პოლიტიკური საკითხების, პოლიტიკური სამართლიანობის ან უსამართლობის გადწყვეტის საკითხები. ასე რომ, შეწყალების მექანიზმი იყო და რჩება ჰუმანურ ფუნქციად სახელმწიფოსი და მე მინდა ეს კარგად ესმოდეთ ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელიც ცდილობს, რომ შეწყალების მექნიზმი განიხილოს პოლიტიკური დისკუსიის ნაწილად; ეს ასე არ მოხდება”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარი რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. ოდესის გუბერნატორის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის აზრით, “პრეზიდენტ მარგველაშვილის ადგილი ისტორიასა და პოლიტიკაში გაიზომება იმით, შეიწყალებს თუ არა ის გიგი უგულავას“.