მხარს ვუჭერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, ვუცხადებ მხარდაჭერას. განახლება მოხდება სწორედ სექტემბერში, მადლობა მინდა ვუთხრა იმ მოსამართლეებს, რომლებიც ემსახურნენ სამშობლოს ბოლო 10 წლის განმავლობაში, მადლობა მათ სამსახურისთვის. განსაკუთრებული ხაზგასმით მინდა მადლობა ვუთხრა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მის მიერ გაწეული საქმიანობისთვის. ჩვენ ალბათ გვექნება ფორმალური ღონისძიება გაცილების, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თქვენ რთული პერიოდი გაიარეთ, – აღნიშული განცხადება პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში გააკეთა, სადაც ორი ახალი მოსამართლე ირინა იმერლიშვილი და კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად წარადგინა.
”ვნიშნავ ორ ახალ მოსამართლეს საკოსნტიტუციო სასამართლოში – ირინა იმერლიშვილს და გიორგი კვერენცხილაძეს. ვხედავ, რომ მათი დახასიათება აზრს კარგავს, დარწმუნებული ვარ, რომ ამ რთულ პროცესში, რომელიც წინ გვაქვს გასავლელი, პროცესში, რომელიც არის სწორედ სახელმწიფოს და დემოკრატიული საზოგადოების გაძლიერების რთული გზა, ქალბატონი ირინა და ბატონი გიორგი, ორი ძალიან მაღალი კვალიფიკაციის იურისტი, ძლიერი და პრინციპული ადამიანები, გააძლიერებენ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, დაიცავენ ადამიანის უფლებებს, ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.