იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დაკავებულ გიორგი ფეიქრიშვილსა და ნოდარ ნიშნიანიძეს ბრალს დღეს წაუყენებენ.
დაკავებულების ადვოკატის განცხადებით, გიორგი ანთაძემ განუცხადა, ნოდარ ნიშნიანიძეს ბრალს მცხეთაში წარუდგენენ, ვინაიდან ის სწორედ მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორიში იმყოფება, გიორგი ფეიქრიშვილისთვისაც კი ეს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში მოხდება.
ადვოკატი ვარაუდობს, რომ გიორგი ფეიქრიშვილს ბრალს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის და ნარკოტიკული საშუალების შენახვისთვის წაუყენებენ, ნოდარ ნიშნიანიძეს კი – მხოლოდ იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის.
რაც შეეხება ვაკეში მომხდარ მკვლელობასთან დაკავებულების რაიმე სახით კავშირსა და აღნიშნულ საქმეზე მათთვის ბრალის წაყენების შესაძლებლობას, გიორგი ანთაძის თქმით, ეს გამორიცხულია და სრულიად აბსურდული იქნება ამ საქმეში ფეიქრიშვილისთვისა და ნიშნიანიძის დადანაშაულება.
გიორგი ფეიქრიშვილი და ნოდარ ნიშნიანიძე სამართალდამცველებმა 3 და 4 სექტემბერს ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განახორციელების შედეგად დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციამ ნოდარ ნიშნიანიძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პისტოლეტი და 7 ცალი ვაზნა ამოიღო, გიორგი ფეიქრიშვილის ბინის ჩხრეკისას კი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით, 30 ცალი ვაზნა და ერთი შეკვრა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს შესაძლოა ვაკეში, რამდენიმე დღის წინ მომხდარი, სოსო ჯოხაძის მკვლელობასთან ჰქონდეთ კავშირი.
როგორც ცნობილია, აღნიშნულ საქმეზე შსს-მ მკვლელობის დღესვე 1 პირი დააკავა. ბადრი ნათობაძეს სოსო ჯოხაძის განზრახ მკვლელობა და მისი თანმხლები პირის მკვლელობის