გოდერძის სათხილამურო კურორტი ოფიციალურად გაიხსნა

0
6953

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ გოდერძის სათხილამურო კურორტი პირველად ოფიციალურად გახსნა. კურორტზე არის ორი სახის საბაგირო გონდოლას და ბაბლის ტიპის, ტრასების საერთო სიგრძე კი 8 კილომეტრია. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2366 მეტრია.
მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელის სანდრო ონოფრიშვილის განცხადებით, კურორტს აქვს უმაღლესი ხარისხის თოვლი.
„დღეს გაიხსნა კურორტი გოდერძი. კურორტი აღჭურვილია 2 საბაგიროთი, 8კმ-იანი სათხილამურო ტრასით. კურორტს აქვს უმაღლესი ხარისხის თოვლი, ულამაზესი ბუნება და რაც ფრირაიდერებისთვის მიმზიდველია, აქ არის ფაფუკი თოვლი. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ჩვენი ინიციატივით ჟურნალისტებმა გახსნეს ეს კურორტი“, – განაცხადა ონოფრიშვილმა.
გოდერძის ისტორიაში ეს იყო პირველი გახსნა, ამიტომ მთის კურორტების განვითარების კომპანიამ სათხილამურო სეზონი ყველაზე პომპეზურად გახსნა. სპეციალურად მოეწო ტერიტორია საბაგიროს ქვედა სადგურტან განათებებიდა და სხვადასხვა დეკორაციებით. გაკეთდა კოცონის ადგილი და მუსიკალური გაფორმების ფონზე მოხდა ჟურნალისტების გამასპინძლება ბარბექიუთი და გლინტვეინით. მოეწყო გასართობი აქტივობები, კერძოდ თოვლის გუნდების მიზანში სროლის კუთხე, შეჯიბრი თოვლის პაპის გაკეთებაში.
დღეს კი გონდოლას საბაგიროს ქვედა ტერიტორიაზე სტუმრებისთვის მოეწყო დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია. პევეხაზე დაბეჭდილი პროექტები განთავსდა მოლბერტებზე. ამის შემდეგ სტუმრებმა საბაგიროს მეშვეობით გადაინაცვლეს გონდოლას ზედა სადგურთა, სადაც გაიმართა კურორტის ოფიციალური გახსნა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო, რომ დოპელმაიერის საბაგიროს ქვედა სადგურთა მოთხილამურე დაეშვა სლალომის ტრასაზე და სლალომის ჯოხებთან შეხებისას გადმოაფრქვია ფერადი ფქვილი. ამის პარალელურად იგივე ტრასაზე დაეშვნენ ფრირაიდერები ფერადი მაშხალებით.
გონდოლას ქვედა სადგურთა მოეწყო სივრცეები, სადაც მთელი დღის განმავლობაში ჩატარდა სხვადასხვა ტიპის აქტივობები. ღონისძიების აშენებული ხის სახლები განთავსდა სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიაზე და გაიყიდა და გამოიფინა ადგილობრივი ხალხური რეწვის ნიმუშები და პროდუქცია (კაიმაღი, თაფლი და ა.შ.). გაკეთდა ფოტოების გადასაღები კუთხე თემატური სტენდებით. გაშლის ტერიტორიაზე განლაგდა პუფები და თივის პრესები, სადაც სტუმრებმა დააგემოვნეს კოკტეილები. დღის განმავლობაში ასევე გაიმართა სხვადასხვა შეჯიბრები, რომლის გამარჯვებულებიც დაჯილდოვენენ.