საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთის ერთ ნაწილზე კმ93-კმ99 გზის წმენდის სამუშაოები დაწყებულია.
უწყების ცნობით, ზვავსაშიშროების გამო, წმენდა ჯერ ვერ ხერხდება გზის მეორე ნაწილზე, კმ100-კმ104 მონაკვეთზე.
მათივე ინფორმაციით, გზის დარჩენილ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე დაიწყება და საავტომობილო მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღდგება.
შეგახსენებთ, რომ გუდაური-კობის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა გუშინ დილით ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო აიკრძალა.