დონალდ ტრამპის საქველმოქმედო ფონდის საქმიანობას პროკურატურა იძიებს

0
1153

ნიუ-იორკის შტატის გენერალური პროკურატურა პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის საქველმოქმედო ფონდის საქმიანობას იძიებს.

უწყების ხელმძღვანელის, ერიკ შნაიდერმანის ინფორმაციით, პროკურატურა ამოწმებს, რამდენად შეესაბამება ფონდის საქმიანობა შტატში მოქმედ კანონებს.

 მისივე ინფორმაციით, პროკურორებს აქვთ ეჭვი, რომ ფონდი არაკომერციული სტრუქტურებისთვის გაუთვალისწინებელ საქმიანობას ახორციელებდა.

მანამდე, ამერიკული პრესა წერდა, რომ 2013 წელს, დონალდ ტრამპმა საკუთარი ფონდის მეშვეობით ფლორიდის შტატის პროკურორს გარკვეული თანხა გადაურიცხა.

 ამერიკული მედიის ცნობით, დონალდ ტრამპი ასევე, ფონდისთვის გადარიცხულ  შემოწირულობებს პირადი მიზნებისთვის იყენებდა.